გაყიდვების კონსულტანტი
sbmstore
შეუერთდი JOMA-სა და sbmstore-ის გუნდს!თუ ადამიანებთან ურთიერთობა გიყვარს და აქტიურ გარემოში მუშაობა მოგწონს, შენ გეძებთ! ჩვენს ფილიალებში გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიაა.აირჩიე შენი ლოკაციაისთ ფოინთი და თბილისი მოლი: 2 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე - კვირაში 40 საათი.ვაკე და დინამო: კვირაში 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე. რას გთავაზობთ?ფიქსირებული ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი, ჯამში საშუალოდ 1,200–1,500 ლარი;კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;1-თვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი - 1,000 ლარი.ჩვენ გეძებთ შენ თუ:ადამიანებთან საერთო ენას მარტივად პოულობ;ენერგიული ხარ და საქმეში ხალისით ერთვები;ინგლისური სასაუბრო დონეზე იცი;გუნდურად მუშაობა და კოლეგების დახმარება მოგწონს;მომხმარებელს ყურადღებით უსმენ და მის საჭიროებებს ითვალისწინებ;ახალს სწრაფად ითვისებ და განვითარების სურვილი გაქვს;საქმეს პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად უდგები.როგორი იქნება შენი სამუშაო დღე:შეხვდები მომხმარებლებს და დაეხმარები სასურველი პროდუქციის შერჩევასა და შეძენაში;კარგად გაიცნობ ჩვენს ასორტიმენტს, რომ კითხვებს დამაჯერებლად უპასუხო;იზრუნებ პროდუქციის განლაგებასა და მაღაზიის მოწესრიგებაზე;გაყიდვებს პროგრამაში გაატარებ;მენეჯერის მითითებების მიხედვით ყოველდღიურ საქმეებში ჩაერთვები;გუნდთან ერთად მიიღებ ახალ კოლექციას - სიახლეებს ერთ-ერთი პირველი გაეცნობი!გამოგვიგზავნე რეზიუმე და აუცილებლად მიუთითე, რომელ ფილიალში გსურს მუშაობა.წარმატებები!