← ყველა ვაკანსია

Office Manager

LTD BS/2 Georgia

"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის- ადმინისტრატორის პოზიციაზე. "ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგი "Penki Kontinentai"-ს შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.  ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის ქ. N6 (დიდუბიდან ვუზურნველყოფთ ტრანსპორტირებას)სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ (1სთ. შესვენება)ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500-2000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით) აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;კომპანიის ყველა სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირების ორგანიზება; კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, გამასპინძლება და შესაბამის პირთან გადამისამართება; სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების კონტროლი და შევსება; დიასახლისის, მებაღისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და მონიტორინგი; თანამშრომელთა მივლინებების ადმინისტრირება;ტაქსის აპლიკაციის მართვა;ავტომობილების დაზღვევის ადმინისტრირება;სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; ინგლისური B1 დონეზე ცოდნა; რუსული B2 დონეზე ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა; მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.  ჩვენ გთავაზობთ: კვალიფიკაციის მუდვმივად ამაღლების შესაძლებლობას;საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;ჯანმრთელობის დაზღვევასა და Fitpass; გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

განაცხადის გაგზავნა →