← ყველა ვაკანსია

აკადემიური კონკურსი - ბიზნესის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" 2026 წლის 6 აგვისტოდან აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესის სკოლის პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგ მიმართულებებზე: მიმართულებები, საკონკურსო ვაკანსიები: ** მენეჯმენტი - პროფესორი - 1 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ფინანსები - პროფესორი - 1 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** მარკეტინგი - ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია; ** ეკონომიკა - ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია; ** ბუღალტერია და აუდიტი - პროფესორი - 1 ვაკანსია; პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით. აკადემიური თანამდებობის დაკავების კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, შემდეგი კრიტერიუმებით: პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: ** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2+ დონის დამადასტურებელი დოკუმენტი; ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მითითებულ რომელიმე მოთხოვნას: ** Scopus ან Web of Science Core Collection-ის (SCIE, SSCI, AHCI) ინდექსებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები. შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება Q1 ან Q2 კვარტილის ჟურნალებში გამოქვეყნებულ ნაშრომებს (Journal Citation Reports ან Scopus/SJR-ის კლასიფიკაციის მიხედვით). ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებებისთვის დამატებით გათვალისწინებული იქნება CABS Academic Journal Guide (AJG)-ის რეიტინგი. ** ციტირების მაჩვენებლების შეფასების მიზნით კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს Google Scholar-ისა და Scopus / Web of Science Researcher Profile-ის ბმულები, შესაბამისი h-ინდექსისა და ციტირების მაჩვენებლების მითითებით. ** შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება. კერძოდ, განხორციელებული გამოყენებითი კვლევები ან/და ბიზნეს-ქეისები (Case Studies), ან/და ინდუსტრიული საკონსულტაციო პროექტები ან/და საერთაშორისო გრანტები. შენიშვნა: უპირატესობის მინიჭება მოხდება უკეთესი მაჩვენებლების მქონე პირისათვის. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: ** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა; ** ინგლისური ენის B2+ დონის დამადასტურებელი დოკუმენტი ** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მითითებულ რომელიმე მოთხოვნას: ** Scopus ან Web of Science Core Collection-ის (SCIE, SSCI, AHCI) ინდექსებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები. შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება Q1 ან Q2 კვარტილის ჟურნალებში გამოქვეყნებულ ნაშრომებს (Journal Citation Reports ან Scopus/SJR-ის კლასიფიკაციის მიხედვით). ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებებისთვის დამატებით გათვალისწინებული იქნება CABS Academic Journal Guide (AJG)-ის რეიტინგი. ** ციტირების მაჩვენებლების შეფასების მიზნით კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს Google Scholar-ისა და Scopus ან Web of Science Researcher Profile-ის ბმულები, შესაბამისი h-ინდექსისა და ციტირების მაჩვენებლების მითითებით. ** შესაბამისი მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება. კერძოდ, განხორციელებული გამოყენებითი კვლევები ან/და ბიზნეს-ქეისები (Case Studies), ან/და ინდუსტრიული საკონსულტაციო პროექტები ან/და საერთაშორისო გრანტები. შენიშვნა: უპირატესობის მინიჭება მოხდება უკეთესი მაჩვენებლების მქონე პირისათვის. თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები: ** შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები; ** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა; ** საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება; ** საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება. საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (მიუთითეთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება) (იხ. დანართი); ** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი); ** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); ** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები; ** აკადემიური საქმიანობის ხედვა; ** პუბლიკაციები; ** შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები; ** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ"; ** ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს); ** ინგლისური ენის (მინიმუმ B2+) დონის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი; ** დარგის შესაბამისი 3 წლიანი სამეცნიერო კვლევის ხედვა (რომლის ხარისხის შეფასდება გარე შემფასებლების/ექსპერტების მიერ, ანონიმურობის პრინციპის დაცვით); ** ბოლო 3-5 წლის განმავლობაში განხორციელებული სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ანგარიში; ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაითვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში: ** შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში; ** შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში; ** ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ B2+ დონეზე ფლობას. ** B2+ დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი: Cambridge English First (FCE) ; BEC Vantage; IELTS 5, 5; TOEFL iBT 87-109; Michigan ECCE; PTE General Level 3; PTE Academic 59-75;Trinity ISE II; UNIcert; EnglishScore. აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას, ვალდებულია: კომისიის წინაშე ჩაატაროს საჩვენებელი ლექცია ინგლისურ ენაზე ან ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტის მეშვეობით. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ. უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას კონკურსით შერჩეულ პირებს შესთავაზოს "ა" კატეგორიის აფილირების შეთანხმება, რომელიც მოიცავს ხელშეკრულების მოქმედების სრულ პერიოდზე ყოველთვიურ, ფიქსირებულ ანაზღაურებას! საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ibsu.edu.ge - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა (გთხოვთ, მიუთითოთ მხოლოდ ერთი პოზიცია/მიმართულება). ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა უნივერსიტეტში, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2, ოთახი №213. საკონტაქტო ტელ.: +995 322 800 064 კონკურსთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ - hr@ibsu.edu.ge უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის პირობას წარმოადგენს კანდიდატის მიერ აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა. ამასთან, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: 1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად); 2. ინგლისური ენის ტესტირება (საჭიროების შემთხვევაში); 3. შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება და საჩვენებელი ლექციის ჩატარება (დრო გეცნობებათ პირადად). კონკურსის ვადები: ** საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 7 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით; ** კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა: 2026 წლის 5 ოქტომბერი; ** კონკურსის მეორე ეტაპი/ინგლისური ენის ტესტი: 2026 წლის 7 ოქტომბერი; ** კონკურსის მესამე ეტაპი/გასაუბრება: 2026 წლის 9 ოქტომბერი; ** საჩვენებელი ლექცია: 2026 წლის 12 ოქტომბერი; ** კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 13 ოქტომბერი; ** აპელაციების/საჩივრების მიღება: 2026 წლის 15 ოქტომბერი; ** აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2026 წლის 16 ოქტომბერი; ** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 19 ოქტომბერი. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტი ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ibsu.edu.ge გისურვებთ წარმატებებს! დანართები: კონკურსანტის განცხადება კონკურსანტის ანკეტა

განაცხადის გაგზავნა →