← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო

"საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო" (GREA) - კომპანია, რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "რუმიქს დეველოპმენტი", "კოორდინატი", "ქრონომეტრი" და სხვა) გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტის გაყიდვების მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება: ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროექტში შემოსული ლიდების დამუშავება და CRM ბაზაში კლიენტების რეგისტრაცია; ** დაგროვილი კლიენტების ბაზის პროგრამული მართვა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად; ** პოტენციური კლიენტებისთვის გასაყიდი დეველოპერული პროექტების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება; ** სამშენებლო ლოკაციაზე ვიზიტის დაგეგმვა; ** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა; ** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მართვა; ** ჯავშნებისა და გაყიდვების ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტინგი; ** კლიენტების გადახდების ვადა გადაცილებების კონტროლი; ** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა; ** საჭიროების შემთხვევაში პირად პორტფელში არსებული კლიენტების გაყიდვების შემდგომი მომსახურება; ** სოციალურ ქსელებში შემომავალი შეტყობინებების პასუხი; ** ხელმძღვანელის მიერ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: ბაკალავრი; ** გამართული მეტყველების უნარი; ** ენები: ინგლისური, რუსული; ** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით; ** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე. პიროვნული თვისებები: ** მოტივირებული; ** პოზიტიური; ** კომუნიკაბელური; ** დისციპლინირებული/პუნქტუალური; ** პასუხისმგებლობიანი; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** დარწმუნების უნარი; ** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი. ** სამუშაო კვირის განრიგი: 5 სამუშაო დღე. ** სამუშაო საათები: 10:00 - 18:30. ** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი + ბონუსი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც. თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge გისურვებთ წარმატებას! კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე https://www.grea.ge

განაცხადის გაგზავნა →