← ყველა ვაკანსია

გაყიდვების ასისტენტი

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო

"საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო" (GREA) - კომპანია, რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "არსენალი რეზიდენსი", "რუმიქს დეველოპმენტი" და სხვა) გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტის გაყიდვების ასისტენტს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება: ** ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების პასუხი და გადამისამართება გაყიდვების მენეჯერებთან. ** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება; ** საჭიროების შემთხვევაში პროექტების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის. ** კლიენტების რეგისტრაცია CRM პროგრამაში. ** სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა. ** შემოსული მეილების მონიტორინგი / გადამისამართება შინაარსის მიხედვით. ** გაყიდვების ოფისის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი/უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: ბაკალავრი. ** გამართული მეტყველების უნარი; ** ენები: ინგლისური, რუსული; ** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე. ** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე. პიროვნული თვისებები: ** მოტივირებული; ** პოზიტიური; ** კომუნიკაბელური; ** დისციპლინირებული/პუნქტუალური; ** პასუხისმგებლიანი; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** დარწმუნების უნარი; ** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი. ** სამუშაო კვირის განრიგი: 5 სამუშაო დღე. ** სამუშაო საათები: 10:00 - 18:30. ** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ბონუსი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც. თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge გისურვებთ წარმატებას! კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე https://www.grea.ge

განაცხადის გაგზავნა →