← ყველა ვაკანსია

ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

ტექნეტი

IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ. "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი/IT Support პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** 1C პროგრამაში მუშაობა. ** მომხმარებლის სამუშაო სივრცის ტექნიკურად გამართვა; ** მომხმარებლის სამუშაო სივრცის პროგრამულად გამართვა საჭირო პროგრამებით; ** სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია/მონტაჟი; ** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია, შესაბამისი პოლიტიკის დაცვით; ** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება; ** კონსულტაცია სატელეფონო და დისტანციური წვდომის პროგრამების საშუალებით; ** კომპიუტერზე წარმოქმნილი პრობლემების გამოკვლევა და რეაგირება; ** დაზიანებული ოპერაციული სისტემების აღდგენა/ახალი ოპერაციული სისტემების ინსტალაცია; ** მომხმარებლების აქტივ დირექტორიაში გაწევრიანება; პროფესიული უნარები: ** კომპიუტერების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო ცოდნა; ** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და გამართვა; ** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია. ** ქსელური სადენების და აპარატურული მონტაჟი. პიროვნული უნარები: ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** სხარტი აზროვნება; ** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე სამუშაო საათები: 09:30-19:00 (1სთ და 30 წთ შესვენება) სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ანაზღაურება: 1200 (ათასორასი)ლარი (ხელზე ასაღები) დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →