← ყველა ვაკანსია

სოციალური მედიის მენეჯერი

რადიუს ჯგუფი

"რადიუს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. "რადიუს ჯგუფი" სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ პროექტებს და ორიენტირებულია ხარისხზე, განვითარებასა და მომხმარებლისთვის ღირებული სივრცეების შექმნაზე. ჩვენს გუნდში ვეძებთ Social Media Manager-ს — კრეატიულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ბრენდის ციფრული კომუნიკაციის განვითარებაში. ძირითადი მოვალეობები: ** სოციალური მედიის არხების ყოველდღიური მართვა და მონიტორინგი; ** სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება და ბრენდის არსებული იმიჯის კონტროლი; ** სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება მარკეტინგული პრიორიტეტების შესაბამისად; ** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და შესაბამისი კონტენტის დაგეგმვა/შემუშავება; ** კონტენტ-გეგმისა და კონტენტ-კალენდრის შედგენა; ** ვიზუალური მასალების მომზადება და დამუშავება; ** სოციალური მედიის მიმდინარე ტრენდების მონიტორინგი და მათი ბრენდის კომუნიკაციაში ინტეგრირება; ** ბრენდის ცნობადობისა და სოციალური მედიის ეფექტურობის ზრდაზე მუდმივი მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სოციალური მედიის მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; ** Adobe Photoshop-ისა და Canva-ს ცოდნა; ** AI Tools-ის პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება; ** სასურველია ფოტო/ვიდეო კონტენტის საბაზისო დამუშავების უნარი და CapCut-ის ან მსგავსი პროგრამის ცოდნა; ** სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმების — Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn — სპეციფიკის ცოდნა; ** გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი. პიროვნული უნარები: ** კრეატიულობა და კონტენტის ახალი იდეების გენერირების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; ** დადგენილ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (1 საათი შესვენება); ** სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. კოსტავას ქ. 14; ** ანაზღაურება: ინდივიდუალური შეთანხმებით, ფიქსირებული + ბონუსი. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა და გსურს გახდე რადიუს ჯგუფის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე CV/რეზიუმე მეილზე: info@radiusgroup.ge გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ: "Social Media Manager"

განაცხადის გაგზავნა →