← ყველა ვაკანსია

ზეინკალ-სანტექნიკოსი

PepsiCo

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". "PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის. შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ზეინკალ-სანტექნიკოსის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ/კვირაში ძირითადი მოვალეობები: ** ახორციელებს გათბობის, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების, სანიაღვრე სისტემების, სანიტარულ-ტექნოლოგიური და სავენტილაციო მოწყობილობების, სარქვლებისა და მილსადენების ოპერატიულ კონტროლს, მოვლა-შეკეთებას და სარემონტო მომსახურებას ** ახორციელებს საწვავის შესანახი ავზების სეზონურ წმენდას. ** აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სისტემების შეკეთებაში, ინსტალაციაში, რეგულირებასა და ტესტირებაში, მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ** მონაწილეობს შედუღებისა და აირშედუღების სამუშაოებში, საწარმოო და არასაწარმოო დანადგარების შეკეთებაში. ** ადგენს სარემონტო სამუშაოების პროგნოზებს და საჭირო სათადარიგო ნაწილებსა და ხელსაწყოებს. მონაწილეობს ღონისძიებების შემუშავებაში სანდოობის, ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ცენტრალური გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების შენარჩუნების მიზნით. ** აცნობებს მენეჯერს მოწყობილობებისა და ქსელების მუშაობაში გამოვლენილი ყველა გაუმართაობის, ავარიებისა და შენიშვნების შესახებ. კანდიდატის პროფილი: ** პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით ** 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ** სანტექნიკური მოწყობილობების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და გათბობის სისტემების საბაზისო ცოდნა ** სტელაჟური კონსტრუქციების მონტაჟისა და დემონტაჟის გამოცდილება, ტვირთამწე მექანიზმების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება ** შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების, საწარმოო სანიტარიული ნორმების ცოდნა ** პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება რას გთავაზობთ? ** ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა ** ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება ** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი ** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი) ** კვება თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: manufacturing_cau@pepsico.com 12 ოქტომბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

განაცხადის გაგზავნა →