გაყიდვების მენეჯერი
ბანა
კომპანია "ბანა" არის სტომატოლოგიური მასალებისა და აღჭურვილობის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წლების გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორები არიან პრემიუმ ბრენდები, როგორიცაა Straumann, Hu-Friedy, Neodent და Geistlich, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკმაყოფილოთ სტომატოლოგებისა და კლინიკების ყველა საჭიროება.
ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო აღწერილობა:
** სტომატოლოგიურ კლინიკებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის შესაბამისად და ვიზიტების ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის სტრატეგიის მიხედვით.
** პოტენციურ კლიენტებთან (ექიმებთან, კლინიკის ხელმძღვანელებთან) შეხვედრების დაგეგმვა და პროდუქტის პრეზენტაციების ორგანიზება.
** კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქტების მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა და მათი სწორი კომუნიკაცია კლიენტებთან.
** ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს ყოველდღიურ რეჟიმში რეპორტინგი სისტემაში.
** ახალი პარტნიორების მოზიდვა და მათთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება.
** არსებულ პარტნიორებთან პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება.
** კომპანიის მიერ განსაზღვრული KPI-ებისა და გაყიდვების გეგმის შესრულება.
** ბაზრის კვლევა და ახალი პროდუქტებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნაა. სხვა შემთხვევაში კანდიდატის რეზიუმე არ განიხილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office (Excel, Word, PowerPoint).
** საკუთარი ავტომობილის ფლობა — აუცილებელი მოთხოვნაა. კომპანია უზრუნველყოფს საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯს.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელური და მარტივად დასაკავშირებელი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** პუნქტუალური და მოწესრიგებული.
** შედეგებზე ორიენტირებული.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: 1, 500 ლარი ფიქსირებული + ბონუსი რეალიზაციიდან
** საშუალო შემოსავალი: 2, 300-3, 000 ლარი
შემოუერთდი "ბანას" გუნდს და განავითარე შენი კარიერა სტომატოლოგიური დისტრიბუციის სფეროში!