← ყველა ვაკანსია

სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტი

ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი · ბათუმი

შპს "ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაო ადგილი: ბათუმი, ტბეთის ქ. N4 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად თანამდებობრივი ფუნქციები: სამსახურის სპეციალისტი: ** ახორციელებს აპლიკანტების, აბიტურიენტების და მობილობის მსურველი პირების რეგისტრაციას; ** ახდენს სტუდენტთა კონსულტირებას უნივერსიტეტში მიმდინარე საკითხებზე; ** მონაწილეობს ან/და ეხმარება სტუდენტურ თვითმმართველობას მისი აქტივობების ორგანიზებაში; ** მონაწილეობს სტუდენტებისთვის ტრენინგების, სემინარების და მასტერკლასების ორგანიზების, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვისა და დასაქმების საკითხების ორგანიზებაში; ** ხელს უწყობს სტუდენტების უფლებების და ინტერესების დაცვას, ეხმარება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ არჩეულ სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობას; ** ახდენს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელთა პერიოდულ კვლევას, ხელს უწყობს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის საქმიანობის ადმინისტრირებას; ** კომპეტენციის ფარგლებში და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს წინამდებარე სამუშაო აღწერილობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს: ** უმაღლესი განათლება; ** სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება); ** ინგლისური ენის ცოდნა (არაუმცირეს B2 დონისა); ** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; შერჩევის ეტაპები: ** CV-ების გადარჩევის ეტაპი; ** ინდივიდუალური გასაუბრება; დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@abmu.edu.ge. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.

განაცხადის გაგზავნა →