← ყველა ვაკანსია

საერთაშ.ურთ. და სტრატეგ. დაგეგმარების სამსახურის სპეციალისტი

ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი · ბათუმი

შპს "ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობათა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაო ადგილი: ბათუმი, ტბეთის ქ. N4 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად თანამდებობრივი ფუნქციები: სამსახურის სპეციალისტი: ** უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგში და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა; ** სტრატეგიული განვითარების პროცესში ჩართული სტრუქტურული ერთეულების ინფორმაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა; ** უცხოურ საგანმანათლებლო, კვლევით, კლინიკურ და სახელმწიფო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია; ** საერთაშორისო პარტნიორებთან მემორანდუმებისა და შეთანხმებების გაფორმებისა და შესრულების პროცესების ადმინისტრირება; ** საერთაშორისო საგანმანათლებლო, კვლევითი და ინსტიტუციური პროექტების მოძიება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გაზიარება; ** საერთაშორისო მივლინებების, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის, ასევე უცხოელი პარტნიორების ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობა; ** საერთაშორისო პროექტების, საგანმანათლებლო გამოფენებისა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის ღონისძიებების კოორდინაციაში მონაწილეობა; ** უნივერსიტეტის პროგრამების საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს: ** უმაღლესი განათლება; ** სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (უპირატესობად ჩაითვლება უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება); ** ინგლისური ენის ცოდნა (არაუმცირეს B2 დონისა); ** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; შერჩევის ეტაპები: ** CV-ების გადარჩევის ეტაპი; ** ინდივიდუალური გასაუბრება; დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@abmu.edu.ge. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.

განაცხადის გაგზავნა →