← ყველა ვაკანსია

მონიტორინგის თანამშრომელი

აის ლენდ ჯორჯია

კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე (საკუთარი ავტომობილით) სამუშაო ადგილი: საქართველო. ძირითადი მოვალეობები: ** დავალების შესაბამისად, მოინახულოს სავაჭრო ობიექტები. ** სავაჭრო ობიექტებში განახორციელოს პლანოგრამის დაცვის მონიტორინგი. ** შეტანილი პროდუქციის რაოდენობის მონიტორინგი. ** ვადების მონიტორინგი. ** თაროს მოწესრიგებულობა. ** შედეგების წერილობით და სურათებით აღწერა. ** ფოტო-მასალის დამუშავება/გადატანა კომპიუტერში: ** უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა; კანდიდატის პროფილი: ** აუცილებელია მართვის მოწმობა: (B კატეგორია) (საკუთარი ავტომობილით) ** Excel-ში მუშაობის გამოცდილება — ცხრილების შედგენა, მონაცემების დამუშავება პიროვნული თვისებები და უნარები: ** კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ანაზღაურება: 1500 (ათას ხუთასი) ლარი + საწვავი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე office@ilgeorgia.ge შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია "აის ლენდ ჯორჯია"-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →