← ყველა ვაკანსია

სამაცივრე საწყობის მენეჯერი

ჯიბე cash & carry · თემქა

კომპანია "ჯიბე Cash & Carry", თბილისში, თემქის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. "ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ისააკიანის #1 სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ, კვირაში 6 დღე ანაზღაურება: 1500 ₾ + ბონუსი საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები: ** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა); ** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი; სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა ** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე; ** პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება; ** "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; (წითელი ნაშთების განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა") ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და მდებარეობა. ტელ: +995 557 306169 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/mmSR6tCe

განაცხადის გაგზავნა →