← ყველა ვაკანსია

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

BET25

"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს. "BET25" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება 12:00-დან 21:00-მდე ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა; ** მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; ** მომხმარებელთა შეკითხვების, მოთხოვნებისა და პრობლემების დამუშავება; ** მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია; ** მიღებული ინფორმაციის პროგრამაში/სისტემაში სწორად დაფიქსირება; ** კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: ** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** თავაზიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება; ** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ** კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა შესაძლებელია კანდიდატის გამოცდილების გარეშე განხილვაც. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი". რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის გაგზავნა →