← ყველა ვაკანსია

ავტომობილების სერვისის-კონსულტანტი

აკა

შპს "აკა"- მერსედეს-ბენცი საქართველო აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების სერვისის-კონსულტანტის პოზიციაზე. განცხადების: წარმოდგენის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი კატეგორია: კლიენტთან მომსახურება სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 9:00-17:00 შაბათი -9:00-13:00) სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი უნივერსიტეტის ქN6 განათლების ხარისხი: უმაღლესი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი) სამუშაო გამოცდილება : სასურველია საკვალიფიკაციო მოთხოვნა: სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება. ანაზღაურება: 1800 ლარიდან (ხელზე ასაღები) კომპანიის შესახებ: შპს"აკა" დაარსდა 1992 წელა და წარმოადგენს "მერსედეს-ბენც ჯგუფი"-ს გენერალურ დისტრიბუტორს საქართველოში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს მerცedes-benცის მარკის მსუბუქი, კომერციული, სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სპეცტექნიკის რეალიზაციას და ტექნიკურ მომსახურებას ავტორიზებული პროგრამების და კვალიფიცირებული სპეციალისტების მეშვეობით. სამუშაოს აღწერა: ** მომხმარებლების მიღება და მასთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება; ** მომხმარებლისა და მისი ავტომობილის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის შეცნობა და ასახვა პროგრამაში; ** წინასწარ ჩაწერილი მომხმარებლის დროულად მიღების უზრუნველყოფა; ** საგარანტიო შემთხვევებზე დროული კომუნიკაცია საგარანტიო მომსახურების სპეციალისტთან; ** არასტანდარტული შემთხვევების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან; ** საჭიროა სათადარიგო ნაწილების განსაზღვრა/იდენტიფიცირება, მოძიება, მარაგში არსებობის დაზუსტება და შესაბამისი ანგარიშის წარმოება; ** მისაღები მომსახურების შესახებ მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და ხარჯთაღრიცხვის მომზადება; ** მომსახურების შეთანხმებული ვადების კონტროლი; ** წინასწარ შეთანხმებული ვადის, ღირებულების ან ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის დროული ინფორმირება და სხვა პროცედურების მხოლოდ მისი დასტურის შემდეგ განხორციელება; ** მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკმაყოფილებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაზე) დროული რეაგირება და საჭირო ზომების მიღება; ** მომხმარებლების მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინება, აუცილებლობის შემთხვევაში მომსახურების ტერიტორიაზე შესვლის უზრუნველყოფა (შესაბამისი აღჭურვილობით) ** დაგეგმილი სამუშაოს შესრულების შემდეგ ავტომობილის მომხმარებლისთვის გადაცემის პროცესში ჩატარებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დეტალური განმარტება და წინასწარ მომზადებული სრულყოფილი დოკუმენტაციის სახით წარდგენა; ** მომხმარებლის ინფორმირება/შეხსენება შემდგომი ტექნიკური მომსახურების პერიოდის შესახებ; ** საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმზღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება; ** სამუშაო პროგრამების სრულყოფილი შესწავლა (WIS/ASRA, EPC, LS Auto, etc..) უცხო ენები: ** ინგლისური ** რუსული- ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. კომპიუტერული პროგრამები: ** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel მოთხოვნები: ** სავალდებულოა ავტომობილის აგებულების დეტალების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა; მართვის მოწმობა (კატეგორია B) პიროვნული მახასიათებლები: ** აუცილებელია გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე; ** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი; ** პროფესიული განვითარების სურვილი; ** დისციპლინირებულობა; ** მაღალი დატვირთვის მუშაობის უნარი; ** მომხმარებელთან მომგებიანი ურთიერთობების უნარ-ჩვევები; ** კომპანიაში არსებული კორპორატიული სტანდარტების დაცვა და ზედმიწევნით შესრულება; ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე ** მზარდ ანაზღაურებას ** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით. ** კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს. შექმენით თქვენი რეზიუმე და გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: hr @mercedes-benz.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "სერვისის-კონსულტანტი".

განაცხადის გაგზავნა →