მძღოლი/ასისტენტი
მთის ამბები
"მთის ამბები" თბილისის ოფისში აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ასისტენტის პოზიციაზე.
ანაზღაურება:2500-დან 3000-მდე ლარია.
ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით. შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.
სამუშაო გრაფიკი: მედიის სპეციფიკიდან გამომდინარე არასტანდარტული რეჟიმით მუშაობის შესაძლებლობით.
ძირითადი მოვალეობები:
** ხელმძღვანელთან და კოორდინატორთან მუდმივი, ინტენსიური კომუნიკაცია და მათთან კოორდინაციით სხვადასხვა აქტივობისა თუ კამპანიის დაგეგმვა-შესრულებაში აქტიური მონაწილეობა (როგორც საველე, ისე საოფისე პირობებში) - ეს პროცესი მოიცავს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლისა და მათი გადაჭრის ხელშეწყობას;
** მთის ამბების გუნდის აქტიური დახმარება საველე და საოფისე პირობებში - ეს მოიცავს აპარატურის მომზადებას, ტრანსპორტირებას, აწყობას, საველე სტუდიის გამართვაში მონაწილეობას; საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორისა და გუნდის სხვა წევრების მარტივი ტექნიკური დავალებების შესრულებას და პროფესიული უნარების მუდმივ განვითარებას.
** საველე გასვლების წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება - ლოკაციების დაზვერვა, ამინდის პროგნოზის მონიტორინგი და რისკების შეფასება, საჭირო რესურსების მობილიზება და ადგილობრივ კონტაქტებთან კომუნიკაცია;
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით გადამღები ჯგუფების, გუნდის წევრების უსაფრთხო გადაადგილება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (მათ შორის, რთული რელიეფის მქონე მაღალმთიან დასახლებებში);
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კონტროლი, ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა;
** ავტომობილის/ავტომობილების ხარჯების (საწვავი, ამორტიზაცია, პარკინგი) ყოველთვიური რეპორტის მომზადება.
** ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ოპერატიული მოგვარება;
მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია);
** ინგლისური ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (მიენიჭება უპირატესობა);
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი აქტიური გამოცდილება (აუცილებელია);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა: ჩვენთვის ავტომობილის მართვა ნიშნავს გუნდის უსაფრთხოებაზე ზრუნვას;
** რთულ რელიეფზე და არასტანდარტულ გრაფიკში მუშაობის მზაობა.
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით გამოგზავნეთ CV და აუცილებლად მართვის მოწმობის ასლი მისამართზე: vacancy.icn@gmail.com (სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) და შეავსეთ ანკეტა: https://mtisambebi.ge/about-main/join
გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.