ინგლისურენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი
მთის ამბები
"მთის ამბები" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი რეპორტიორი / თარჯიმნის პოზიციაზე.
ხელფასი: 3000 ლარი.
დისტანციურად, შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.
ძირითადი მოვალეობები:
** მთის ამბებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, ანალიტიკური მასალების, ინტერვიუების მომზადება ქართულ-ინგლისურ ენებზე;
** ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
** სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა ინგლისურ ენაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი);
** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
** მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენს მიერ შექმნილი 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზადაც შემოგაქვთ განაცხადი. შეგიძლიათ შეავსოთ ანკეტა https://mtisambebi.ge/about-main/join
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 სექტემბერი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით.