← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

ზღაპარი · თბილისი

კომპანია ,,ზღაპარი” 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 48 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას. ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები. თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე დიდუბის და დადიანის ფილიალებში. სამუშაო პირობები: სამუშაო განაკვეთი: ექვსი და ცხრა საათიანი ცვლებიდასვენების დღეები :კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებითანაზღაურება: 950₾ ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება პროდუქციის შესყიდვის პროცესში.სალაროზე გატარებული პროდუქციის ასორტიმენტისა და ფასის შესაბამისობის შედარება შესაძლებლობის შესაბამისად.მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა საკუთარ სექციაში არსებული პროდუქციაზე.საკუთარი სექციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება-არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე)დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი. ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით : http://zgapari.ge/career/ ან, დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577226640. ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : cv@zgapari.ge გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →