მებაღე
უნ 1 · თბილისი
შპს „უნ 1“ აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №46 ანაზღაურება: 1 500 ლარი (ხელზე ასაღები) სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი — 10:00–19:00; შაბათი — არასრული სამუშაო დღე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
მებაღის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორიებისა და არსებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, მათ შორის:გაზონის რეგულარული გაკრეჭვა და მოვლა;საჭიროების შესაბამისად ხეებისა და ბუჩქების დარგვა და გადარგვა;მცენარეთა ფორმირებითი ჭრის განხორციელება;ხეებისა და ბუჩქების სანიტარული ჭრა და გამოხშირვა;მცენარეთა გარშემო სარწყავი ჯამების მოწყობა და ნიადაგის გაფხვიერება;მცენარეთა საჭიროებების შესაბამისად მინერალური და ორგანული სასუქების შეტანა;მცენარეთა პრევენციული და საჭიროებისამებრ სამკურნალო შეწამვლა მცენარეთა დაცვის შესაბამისი საშუალებებით;გამწვანებული ტერიტორიების სარეველებისგან გაწმენდა;საჭიროების შესაბამისად მცენარეთა მორწყვა;სამუშაო ინვენტარის სათანადო გამოყენება, მოვლა და სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ მოწესრიგება და დასაწყობება;სამუშაო მასალებისა და ინვენტარის საჭიროების შესახებ უფროსი მებაღის დროული ინფორმირება;გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი სამებაღეო სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მცენარეთა მოვლა-პატრონობის ძირითადი პრინციპების საბაზისო ცოდნა;ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;სამებაღეო ინვენტარის გამოყენების ცოდნაეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს მებაღედ მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაზგავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე info.jiqiahouse@gmail.com. შეტყობინების სათაურში მიუთითეთ მებაღე
განცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 10 ოქტომბერი.