მოლარე-კონსულტანტი
ატელიე აუთლეტი · თბილისი
ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც გემოვნებით და ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და გააცნობს სხვადასხვა ბრენდს.
ლოკაცია: ვაკე, ჭავჭავაძის 74გ
სრული განაკვეთი: 10:00-20:30/14:00-22:00 (კვირაში 40 საათი)
12 საათიანი განაკვეთი: 10:00-22:00 და 18:00-22:00 (თვეში 15 სამუშაო დღე)
ნახევარი განაკვეთი: 10:00-14:00/18:00-22:00 (კვირაში 20 საათი)
ანაზღაურება:
სრული განაკვეთი 1100 ლარი + ბონუსი
ნახევარი განაკვეთი 550 ლარი + ბონუსი
ბენეფიტები:
პროფესიული განვითარებაჯანმრთელობის დაზღვევაკორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზედაბადების დღეზე ვაუჩერი საჩუქრადFITPASS
აუცილებელი მოთხოვნა:
პუნქტუალურობა და პრეზენტაბელურობაპასუხისმგებლობის გრძნობადეტალებზე ორიენტირებულობა
მოვალეობები:
მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, საჭიროების დადგენა;სალარო ოპერაციების განხორციელება;პროდუქციის წესრიგის, რაოდენობების, ზომების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;გასახდელის მონიტორინგი;
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV – vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო განაკვეთი.
გისურვებთ წარმატებებს!