← ყველა ვაკანსია

ადმინისტრატორი

პრესტიჟ ლუქსი · თბილისი

ესთეტიკური ცენტრი "პრესტიჟ ლუქსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლის ცენტრში მიღება და თავაზიანი მომსახურება;მომხმარებლის დეტალური კონსულტაცია, მომსახურებისა და პროდუქციის შესახებ;მომხმარებელთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება და მონაცემთა ბაზის მართვა;მომხმარებლის სასურველ დროს ვიზიტის დაგეგმვა, ჩანიშვნა და შეცვლა საჭიროების შემთხვევაში;მომხმარებელთან კომუნიკაცია ჩაწერების შესახებ;შიდა დოკუმენტაციის წარმოება/განახლება;ცენტრის საჭირო სახარჯი მასალების კონტროლი/აღრიცხვა/შესყიდვა;მასალებისა და ინვენტარის ინვენტარიზაცია;შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;მეილზე და სოციალურ ქსელში მოსულ კითხვებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება;სალარო აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა.ხელმძღვანელობისგან მოცემული დავალებების შესრულება. მოთხოვნები: საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;გამართული ქართულისა და რუსული/ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით არანაკლებ 2 წლისა; აუცილებელი თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;დროის ეფექტურად მართვის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა;ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;კომუნიკაბელურობა. სამუშაო პირობები: მოქნილი გრაფიკი.ანაზღაურება შეთანხმებით. მდებარეობა: ქ.თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.1ა (ვაკე) დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: luxe@prestigeluxe.ge. სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი" CV-ები მიიღება 2026 წლის 10 ოქტომბრამდე.

განაცხადის გაგზავნა →