← ყველა ვაკანსია

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტი

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი · ბათუმი

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაო ადგილი: ბათუმი, ტბეთის ქ. N4 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად თანამდებობრივი ფუნქციები: სამსახურის სპეციალისტი: ახორციელებს აპლიკანტების, აბიტურიენტების და მობილობის მსურველი პირების რეგისტრაციას;ახდენს სტუდენტთა კონსულტირებას უნივერსიტეტში მიმდინარე საკითხებზე;მონაწილეობს ან/და ეხმარება სტუდენტურ თვითმმართველობას მისი აქტივობების ორგანიზებაში;მონაწილეობს სტუდენტებისთვის ტრენინგების, სემინარების და მასტერკლასების ორგანიზების, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვისა და დასაქმების საკითხების ორგანიზებაში;ხელს უწყობს სტუდენტების უფლებების და ინტერესების დაცვას, ეხმარება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ არჩეულ სტუდენტური ომბუდსმენის საქმიანობას;ახდენს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელთა პერიოდულ კვლევას, ხელს უწყობს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის საქმიანობის ადმინისტრირებას;კომპეტენციის ფარგლებში და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს წინამდებარე სამუშაო აღწერილობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს: უმაღლესი განათლება;სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);ინგლისური ენის ცოდნა (არაუმცირეს B2 დონისა);საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; შერჩევის ეტაპები: CV-ების გადარჩევის ეტაპი;ინდივიდუალური გასაუბრება; დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@abmu.edu.ge. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.

განაცხადის გაგზავნა →