← ყველა ვაკანსია

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტატეგიული დაგეგმარების სამსახურის სპეციალისტი

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი · ბათუმი

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობათა და სტატეგიული დაგეგმარების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაო ადგილი: ბათუმი, ტბეთის ქ. N4 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად თანამდებობრივი ფუნქციები: სამსახურის სპეციალისტი: უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგში და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;სტრატეგიული განვითარების პროცესში ჩართული სტრუქტურული ერთეულების ინფორმაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;უცხოურ საგანმანათლებლო, კვლევით, კლინიკურ და სახელმწიფო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;საერთაშორისო პარტნიორებთან მემორანდუმებისა და შეთანხმებების გაფორმებისა და შესრულების პროცესების ადმინისტრირება;საერთაშორისო საგანმანათლებლო, კვლევითი და ინსტიტუციური პროექტების მოძიება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გაზიარება;საერთაშორისო მივლინებების, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის, ასევე უცხოელი პარტნიორების ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობა;საერთაშორისო პროექტების, საგანმანათლებლო გამოფენებისა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის ღონისძიებების კოორდინაციაში მონაწილეობა;უნივერსიტეტის პროგრამების საერთაშორისო აღიარების ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს: უმაღლესი განათლება;სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (უპირატესობად ჩაითვლება უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);ინგლისური ენის ცოდნა (არაუმცირეს B2 დონისა);საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; შერჩევის ეტაპები: CV-ების გადარჩევის ეტაპი;ინდივიდუალური გასაუბრება; დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@abmu.edu.ge. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.

განაცხადის გაგზავნა →