← ყველა ვაკანსია

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი · ბათუმი

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალის შესარჩევ ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: „ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის სკოლის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის „დიპლომირებული მედიკოსი“ განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალის შესარჩევად. ვაკანტური აკადემიური პოზიციები: კლინიკური მედიცინის მიმართულება — 7 ადგილი: პროფესორი — 1 ადგილი;ასისტენტ-პროფესორი — 2 ადგილი;ასისტენტი — 4 ადგილი. პრეკლინიკური მედიცინის მიმართულება — 8 ადგილი: პროფესორი — 1 ადგილი;ასოცირებული პროფესორი — 1 ადგილი;ასისტენტ-პროფესორი — 2 ადგილი;ასისტენტი — 4 ადგილი. საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საბაზისო მედიცინის მიმართულება — 4 ადგილი: პროფესორი — 1 ადგილი;ასისტენტი — 3 ადგილი. საკონკურსო ვადები: საკონკურსო განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება 2026 წლის 11 ოქტომბერი - 15 ოქტომბერი (დოკუმენტაციის წარმოდგენა ელექტრონული სახით - ელ. ფოსტაზე - info@abmu.edu.ge). საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შეფასება (კონკურსის პირველი ეტაპი) და კონკურსანტებთან გასაუბრება (კონკურსის მეორე ეტაპი) - 2026 წლის 17 ოქტომბრიდან 20 ოქტომბერის ჩათვლით; კონკურსის წინასწარი/პირველადი შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 20 ოქტომბერი; კონკურსის ჩატარების პროცედურის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება (აპელაცია) - ს 2026 წლის 22 ოქტომბერი, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. N4, მე-4 სართული, ოთახი N402); კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 25 ოქტომბერს; გამარჯვებული კანდიდატების ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე რექტორის ბრძანებით დანიშვნა, აფილირების შეთანხმებების და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება - 2026 წლის 29 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაცია: საკონკურსო პირობებიგანაცხადი კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებითუნივერსიტეტის მიერ დადგენილი CV-ის ფორმა - CV-GEO / CV-ENG დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით, ელ. ფოსტა: info@abmu.edu.ge

განაცხადის გაგზავნა →