junior IT specialist
Gepha
სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფა"-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.
"გეფა", როგორც დამსაქმებელი, რომელიც აერთიანებს 5000-მდე თანამშრომელს, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში ვეძებთ ტალანტს, უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?კარიერული ზრდისა და პროფესიული გამოცდილების გაძლიერებას - კომპანია მასშტაბურია, გამოწვევები ბევრი, შესაბამისად, განვითარების შანსიც რეალურია.შესაძლებლობას, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციო - ჩვენთან შენს იდეებს ყოველთვის მოუსმენენ;მეგობრულ გუნდს - აქ დაგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულები და, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერა არასდროს ავიწყდებათ;ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს - ვიცით, რომ სხვა ადგილიდან მუშაობა პროდუქტიულობისთვის მნიშვნელოვანია;ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს - ზრუნვა უპირველეს ყოვლისა.
რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?თანამშრომლებისთვის კონსულტაციისა და ტექნიკური დახმარების გაწევა კომპიუტერულ ტექნიკასა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე;ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, გამართვა;მეილ კლიენტების პროგრამული გამართვა;კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი და პროგრამულად გამართვა;უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვადასხვა ტექნიკურ და პროგრამულ სამუშაოებში ჩართვა;კომპიუტერულ ტექნიკის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა, დეტალების გადაწყობა და კომპლექტაცია;თანამშრომლებისთვის კომპიუტერული ტექნიკის გამზადება სამუშაო ადგილზე/რელოკაცია/ქსელის უზრუნველყოფა;
რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ტექნიკურ დონეზე;
რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;პრობლემების სწრაფად აღმოჩენის და გადაჭრის უნარი;გუნდთან მუშაობის უნარი;სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად 🚀💚