ინკასატორი
ექსპრეს კაპიტალი + · ბათუმი
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital + არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: ინკასატორი
სამუშაო ადგილი: ბათუმი
პოზიციის მიზანი:
კომპანიის მსესხებლებთან ვიზიტი, შესაბამისი სატელეფონო აპლიკაციით სესხის მიმდინარე გადასახადის გადახდევინება, ბიზნესის მონიტორინგი. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდებარე ტერიტორიაზე პოტენციური მსესხებლებზე კომპანიის პროდუქტის წარდგენა ახალი მსესხებლების მოზიდვა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ინკასაცია და სესხის მონიტორინგი:
კლიენტის ბიზნესის ადგილზე მონიტორინგი;მიზნობრივი სესხების ხარჯვის ადგილზე გადამოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.მსესხებლების სესხის გადახდის ადგილზე მომსახურება;ახალი მსესხებლების მოზიდვა (პრომოუშენი)ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების უსაფრთხო ტრანსპორტირება (ინკასაცია);პრობლემური სესხების მონიტორინგი და კლიენტებთან კომუნიკაცია;
სამეურნეო მოვალეობების შესრულება:
ოფისის სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების კონტროლი;წვრილმანი სარემონტო/სამეურნეო სამუშაოების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში);კომპანიის ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა.
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული
+ ბონუსი - პოსტერმინალის საშუალებით, თვის ბოლოს, თვის განმავლობაში შემოტანილი თანხის მოცულობის შესაბამისათ დაერიცხება ბონუსი. ასევე, ყოველ მოზიდულ ახალი მსესხებელზე დამატებითი ბონუსი .
+ ავტომანქანის იჯარა
სავალდებულო მოთხოვნები:
მართვის მოწმობა - B კატეგორია და შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის გამოცდილებაშესაძლებელია სამსახურის შეთავსება დისტრიბუციის, მიტანის სერვისებისა და მომსახურების განმახორციელბელ პირებთან პარალელურათ.
უნარები:
გუნდურობაორგანიზებულობადეტალებზე ორიენტირებულობასამუშაოს ორგანიზებასტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარიმაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
სამუშაო პირობები: გრაფიკი: სრული პრშაბათი -პარასკევი 10:00სთ - 18:00სთ, შაბათი 10:000- 14:00სთ
P.S. 20 ახალი მსესხებლის მოზიდვის, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შეთავაზებული იქნება საკრედიტო ოფიცრის თანამდებობა, შესაბამისი გაზრდილი ანაზღაურებით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მსესხებლების მონიტორინგის ჯგუფის ოფიცერი“ . სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!