უფროსი გაყიდვების მენეჯერი / სეილს გუნდის ლიდერი
ABA Auto
"ABA Auto " აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების მენეჯერის / სეილს გუნდის ლიდერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა და მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება
** გუნდის ყოველდღიური საქმიანობის, ოპერაციული და მენეჯერული საკითხების გაძღოლა
** გაყიდვების გეგმების დასახვა, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
** პროცესების ოპტიმიზაცია და მიმდინარე საკითხების ეფექტური მართვა
** ახალი კლიენტების მოზიდვა და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში უფროს (Senior) პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდის ან პროცესების მართვის (Management) გამოცდილება
** ძლიერი ლიდერული და მოლაპარაკების წარმოების უნარები
** შედეგზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 - 19:00 სთ
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 24გ
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი (2 000 - 6 000 ლარი)
განაცხადის მიღება:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით (ფოტოსურათის დართვა აუცილებელია) ელფოსტაზე: Abaauto.ge@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ - "Senior Sales Manager".