← ყველა ვაკანსია

არქიტექტორი

MAKET.GE

არქიტექტურული მოდელირების (მაკეტირების) კომპანია "Maket.ge" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე. პასუხისმგებლობები: ** არქიტექტურული ნახაზების წაკითხვა/დამუშავება; ** მასალების შერჩევა; ** ფაილების მომზადება საჭრელად; ** მიმდინარე პროექტებში ცვლილება/კორექტირების შეტანა საჭიროების შესაბამისად; ** მაკეტის მომზადების სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და საჭიროების შემთხვევაში ჩართულობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით; ** სავალდებულოა პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: ArchiCAD, AutoCAD, 3D max; ** სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია; ** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებული; ** პუნქტუალური; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელური; ** კომფორტული როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური მუშაობის დროს; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ორიენტირებული კომპანიის განვითარებაზე დროის მენეჯმენტის უნარით. სამუშაო პირობები: ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** სტაბილური ანაზღაურება. დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე და პორტფოლიო გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელმისამართზე: hr@maket.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →