← ყველა ვაკანსია

პროექტების გაყიდვების სპეციალისტი

Oxford School Georgia

"Oxford School Georgia" აცხადებს ვაკანსიას პროექტების გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას ქ. 47 სამუშაო საათები: 11:00-19:00 დასაქმების ტიპი: სრული პოზიციის შესახებ: ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება "Oxford School Georgia"-ს საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პროექტების გაყიდვაზე. ჩვენთვის ეს პოზიცია მხოლოდ კლიენტებთან კომუნიკაციას არ გულისხმობს. გვჭირდება ადამიანი, რომელიც აიღებს კონკრეტულ პროექტს, გაიაზრებს მის მიზნობრივ აუდიტორიას, დაგეგმავს გაყიდვების პროცესს, მოიძიებს პოტენციურ მონაწილეებს/კლიენტებს, დაამყარებს კომუნიკაციას, მართავს ლიდებს და საბოლოო შედეგამდე მიიყვანს გაყიდვას. სპეციალისტი იმუშავებს როგორც ორგანიზაციის მიმდინარე პროგრამებზე, ისე ახალ პროექტებზე და ჩართული იქნება მათი კომერციული მიმართულების განვითარებაში. ძირითადი მოვალეობები: "Oxford School Georgia"-ს საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების გაყიდვა; ** კონკრეტულ პროექტებზე გაყიდვების პროცესის დაგეგმვა და მართვა; ** პოტენციური მომხმარებლების/მონაწილეების მოძიება და ახალი ლიდების გენერირება; ** შემოსულ ლიდებთან დროული კომუნიკაცია და მათი გაყიდვაში გადაყვანა; ** კლიენტებთან კომუნიკაცია ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელფოსტითა და სხვა არხებით; ** პროგრამების, მათი ღირებულებისა და უპირატესობების სწორად წარდგენა; ** დაინტერესებული პირების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროგრამის შეთავაზება; ** გაყიდვების funnel-ის მართვა - პირველი კონტაქტიდან რეგისტრაციამდე/შეძენამდე; ** არსებული კლიენტების follow-up და გაყიდვის პროცესის ბოლომდე მიყვანა; ** გაყიდვების შედეგების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება; ** გაყიდვების მონაცემების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება; ** სხვადასხვა პროექტისთვის გაყიდვების ახალი არხებისა და შესაძლებლობების მოძიება; ** საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორებთან, სკოლებთან, კომპანიებთან და სხვა ორგანიზაციებთან კომუნიკაცია; ** პროექტების ღონისძიებებსა და შეხვედრებში ჩართულობა; ** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა კამპანიების დაგეგმვისა და გაყიდვებში გარდაქმნის მიზნით; ** პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეებთან კომუნიკაციისა და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია; ** პროექტის კომერციულ შედეგზე პასუხისმგებლობის აღება. რას ველით კანდიდატისგან ვეძებთ ადამიანს, რომელსაც: ** აქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ან ძლიერი ინტერესი გაყიდვების მიმართულებით; ** შეუძლია ადამიანებთან მარტივად და დამაჯერებლად კომუნიკაცია; ** აქვს ძლიერი მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი; ** არის შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული გაყიდვების შესრულებით; ** შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს სამუშაო და მართოს რამდენიმე პროექტი/ამოცანა; ** არ ელის მხოლოდ შემოსულ კლიენტებს და თავადაც ეძებს გაყიდვის შესაძლებლობებს; ** კარგად ესმის მომხმარებლის საჭიროება და შეუძლია შესაბამისი შეთავაზების გაკეთება; ** არის ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი; ** შეუძლია follow-up-ის სისტემურად მართვა; ** აქვს ანალიტიკური აზროვნება და შედეგების შეფასების უნარი; ** შეუძლია გუნდთან თანამშრომლობა, თუმცა დამოუკიდებლად მუშაობაც კომფორტულად გამოსდის; ** ფლობს ქართულ ენას მაღალ დონეზე; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ** საგანმანათლებლო სფეროში გაყიდვების გამოცდილება; ** B2C ან B2B გაყიდვების გამოცდილება; CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საბაზისო ცოდნა; ** ** ლიდების მართვისა და გაყიდვების funnel-ის გამოცდილება; ** ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროექტების გაყიდვების გამოცდილება. რას მიიღებს კანდიდატი "Oxford School Georgia"-ში მუშაობისას კანდიდატს ექნება შესაძლებლობა: ** იმუშაოს საერთაშორისო მიმართულების საგანმანათლებლო პროექტებზე; ** მიიღოს გამოცდილება სხვადასხვა ტიპის პროექტის გაყიდვაში; ** იმუშაოს მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან ერთად; ** ჩაერთოს საერთაშორისო პროფესიონალებთან, კომპანიებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში; ** განავითაროს გაყიდვების, მოლაპარაკებისა და პროექტების მართვის უნარები; ** იმუშაოს რეალურ, მასშტაბურ საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტებზე; ** მიიღოს პროფესიული განვითარების შესაძლებლობები; ** საუკეთესო შედეგების შემთხვევაში, ჰქონდეს ორგანიზაციაში კარიერული განვითარების შესაძლებლობა. ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + შედეგზე/გაყიდვებზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა. ანაზღაურების დეტალები განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების მიხედვით. განაცხადისთვის დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს: CV; გაყიდვების გამოცდილების/შედეგების აღწერა - არსებობის შემთხვევაში. განაცხადის გამოგზავნა: infooxfordshcool@gmail.com.

განაცხადის გაგზავნა →