← ყველა ვაკანსია

სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსი

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო · ქუთაისი

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსის პოზიციაზე. პოზიციის დასახელება: სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსი ანაზღაურება: 2080 ლარი (გადასახადების ჩათვლით) ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 3 თვე განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26) მოვალეობები: ** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის ექსპონატებისა და ტექნოლოგიური ინსტალაციების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** მუზეუმში არსებული ექსპონატების რეგულარული შემოწმება, დიაგნოსტიკა და ტექნიკური გაუმართაობების იდენტიფიცირება; ** საშუალო სირთულის ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად აღმოფხვრა და რთულ შემთხვევებში შესაბამისი სპეციალისტების/კონტრაქტორების ჩართვა; ** მუზეუმის ექსპონატების ტექნიკური მოვლა-პატრონობის პროცესის დაგეგმვა და კონტროლი; ** მუზეუმის ტექნიკური ინფრასტრუქტურის (ინტერაქტიული სისტემები, სენსორები, მექანიკური და ელექტრონული კომპონენტები) გამართულობის ზედამხედველობა; ** უმცროსი ტექნიკოსის საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; ** ტექნიკური სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და ინვენტარის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** ექსპონატების მონტაჟში, დემონტაჟსა და განახლებაში მონაწილეობა და პროცესის კოორდინაცია; ** მუზეუმში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფა; ** მუზეუმის ექსპონატების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ღონისძიებებისა და ვიზიტორების მომსახურების პროცესში; ** მუზეუმის ტექნიკურ პროცესებთან დაკავშირებული ანგარიშგებაში მონაწილეობა; ** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად. მინიმალური განათლება: პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ინჟინერია, მექანიკა, ელექტრონიკა ან დაკავშირებული სფერო). სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მოწყობილობების მოვლა-პატრონობის ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით. დამატებითი მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; ** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; ** სასურველია გამოცდილება ინტერაქტიული სისტემების, ელექტრონიკის ან მექანიკური მოწყობილობების მართვაში. უნარ-ჩვევები: ** ტექნიკური აზროვნება; ** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** უსაფრთხოების ნორმების დაცვის უნარი. გთხოვთ, ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/ZJUXR

განაცხადის გაგზავნა →