← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

მეღვინეობა ხარება · თბილისი, ფოთი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. შპს " ხარება" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ქ. ფოთი სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა ვაკანტური ადგილების რაოდენობა: ერთი ანაზღაურება: სამი თვე 1100 ლარი, შემდეგ 1300 ლარი გამოსაცდელი ვადა 6 თვე ფუნქციები და მოვალეობები: ** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა; ** მომხმარებლისთვის ღვინის პროდუქციისა და არსებული აქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; ** ღვინის პროდუქციის შესაბამის თაროზე განთავსება და ფას-მაჩვენებლის კონტროლი; ** გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და სალაროში თანხის მიღება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; ** რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** მომსახურების სტანდარტების (სერვის+) ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სწრაფი რეაგირების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ** დეტალებზე ორიენტირებული. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი". მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

განაცხადის გაგზავნა →