← ყველა ვაკანსია

საწყობის თანამშრომელი

თურსა · ბათუმი

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: საწყობის თანამშრომელი მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13 ბ ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის დასაწყობება არსებული წესების შესაბამისად; ** პროდუქციის დროულად დათვლა, აღრიცხვა; ** საწყობში შეკვეთების მომზადება; ** შეკვეთების გადაზიდვა ჩვენს სხვა ფილიალებში; ** საწყობში პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა; ** მომარაგების მანქანის დატვირთვა/დაცლა; ** მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება; ** მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. ** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები. ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია B ან C კატეგორიის მართვის მოწმობა; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე; ** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა); მოთხოვნები: ** ფიზიკურად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@tursa.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "საწყობის თანამშრომელი/მძღოლი - ბათუმი".

განაცხადის გაგზავნა →