← ყველა ვაკანსია

დღის რეგისტრატორი

წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი. "წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას დღის რეგისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ჟვანიას ქ. N15 დასახელება: დღის რეგისტრატორი სამუშაო საათები: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. შაბათი, კვირა და კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეები - დასვენება. ანაზღაურება: 1500 ლარი (დარიცხული) ვაკანტური ადგილი: 1 სამუშაო გამოცდილება: პოზიციაზე განიხილებიან როგორც გამოცდილი, ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კანდიდატები. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ გარემოს; ** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** თანამედროვე ელექტრონული სისტემებითა და პროგრამებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს; ძირითადი მოვალეობები: ** ჰოსპიტალში შემოსული პაციენტის მიღება, პროგრამაში და ჯანდაცვის პორტალზე რეგისტრირება; ** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, პაციენტის ბარათის გახსნა/რედაქტირება და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად; ** მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება; ** სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა; ** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისა და ჰოსპიტლის მენეჯერის მითითებების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან/და სტუდენტის აქტიური სტატუსი; ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული; საკონტაქტო ინფორმაცია: 599 92 91 09 მეილი: hr@mikhailovi.ge; tdotiashvili@mikhailovi.ge

განაცხადის გაგზავნა →