← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

Alcosphere · ბათუმი

ალკოჰოლური სასმელების სპეციალიზებული მაღაზია ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის #20 აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის პრეზენტაცია კომპანიაში დაწესებული სტანდარტების მიხედვით; ** პროდუქციის მერჩენდაიზინგის წესების დაცვით თაროებზე განთავსება; ** თაროების რეგულარულად შევსება და განახლება; ** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება; ** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება; ** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება. გრაფიკი: მცოცავი 10:00 - 16:00 ან 16:00 - 22:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე) ანაზღაურება: 1300 ლარამდე (900 ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვიდან); დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@alcosphere.ge. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →