ბარისტა/კაფეს კონსულტანტი
არკა სთორ თბილისი
"არკა სთორ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბარისტა/კაფეს კონსულტანტი.
მოთხოვნები:
** სასურველია ბარისტად ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი კულტურა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** ენერგიულობა, ორგანიზებულობა და სწრაფად მუშაობის უნარი;
** ცვლაში მუშაობის მზადყოფნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ყავისა და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება რეცეპტურის შესაბამისად;
** მომხმარებლის თავაზიანი და ხარისხიანი მომსახურება;
** შეკვეთების მიღება და გაცემა;
** სალარო ოპერაციების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში);
** სამუშაო სივრცის, აპარატურისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მარაგების კონტროლში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება.
საკონტაქტო ინფორმაცია: info@arkatbilisi.ge და ტელეფონის ნომერი +995 595 10 44 33