← ყველა ვაკანსია

საიტის მენეჯერი

m²

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით. გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე. ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს! კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას საიტის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** მშენებლობაზე დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და მოცულობის შეფასება; ** ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება მშენებლობის პროგრესის შესახებ, შესრულების ვადების შედარება მშენებლობის დადგენილ გრაფიკთან; ** ობიექტზე ინსპექტირების ორგანიზება და მართვა, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება; ** მშენებლობის/რემონტის კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა; სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერია, არქიტექტურა); ** Cad (AutoCAD; ArchiCAD) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობის გამოცდილება; ** სამშენებლო/დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად. აუცილებელი ცოდნა და უნარები: ** სამშენებლო-ტექნიკური ნორმები, წესები და სტანდარტების ცოდნა; ** პროექტებისა და ხარისხის მართვის გამოცდილება; ** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** მოქნილობა ცვლილებების მიმართ; ** MS Office. თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ "m²"-ის გუნდს, გთხოვთ 15 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საიტის მენეჯერი". ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოაღნიშნულ პირობებს.

განაცხადის გაგზავნა →