← ყველა ვაკანსია

დიზაინერი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ

შპს "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში დიზაინერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9 სამუშაო გრაფიკი: სრული ძირითადი მოვალეობები: ** საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, კომპანიის სოციალური ქსელების (შიდა/გარე) გვერდებისთვის ბანერების და მარტივი Gif ანიმაციების მომზადება; ** შიდა და გარე მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიების ვიზუალიზაცია; ** მარკეტინგული აქტივობების შესაბამისად საბეჭდი მასალის დიზაინის მომზადება და შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** გრაფიკული დიზაინის ბაკალავრი, ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: ** Adobe Photoshop ** Adobe Illustrator ** Adobe Indesign ** Adobe After Effects ** Premierepro ** Corel Draw (სასურველია) უნარ-ჩვევები: ** კრეატიულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 2026 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@seu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →