← ყველა ვაკანსია

კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი

სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო · მცხეთა

სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის პოზიციაზე. პოზიციის დასახელება: შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი თანამდებობრივი სარგო: 1 331 ლარი (დარიცხული) ადგილების რაოდენობა: მცხეთა - 1. სამსახურის ადგილმდებარეობა: მცხეთა. სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ფუნქციები: ** სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების, ასევე ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მომსახურების გაწევა. ** სამუშაოს მაძიებლების შესაბამის პროგრამაში, მათ შორის შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში, რეგისტრირება ან რეგისტრაციაში დახმარების გაწევა. მათი საჭიროებების და უნარების იდენტიფიცირება/შეფასება, პროფილირება კონსულტირება. ** კარიერული გეგმის შედგენა, მისი განხორციელების გზებისა და საშუალებების იდენტიფიცირება, დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, პროცესის მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება. ** სამუშაოს მაძიებლისთვის მიზნობრივი სერვისის და პროგრამების შეთავაზება მეთოდოლოგიური მასალებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. ** სამუშაოს მაძიებლების პროგრამებში ჩართვისა და სერვისების მიწოდების პროცესის ადმინისტრირება და უკუკავშირის შეგროვება. ** დოკუმენტაციის შემუშავება და შენახვა, ინსტრუქციებისა და მარეგულირებელი ნორმების გამოყენება სამუშაო პროცესში, ელ. პლატფორმებისა და პროგრამების გამოყენება, საოფისე პროგრამებში მუშაობა, საკუთარი საქმიანობის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების და ანგარიშების დადგენილი წესების შესაბამისად. ** საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ** ორგანიზაციებისთვის, მათ შორის დამსაქმებლებისა და საგანმანათლებლო პროვაიდერებისთვის, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირება ან რეგისტრაციაში დახმარების გაწევა. მათ შორის ვაკანსიების, საგანმანათლებლო პროგრამების სისტემაში განთავსება ან განთავსებაში დახმარება. ** შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულ ვაკანსიებზე სამუშაოს მაძიებლის შერჩევა. ვაკანსიის შევსების და დახურვის აღრიცხვა. ვადების კონტროლი და დამსაქმებლისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა. ** საჭიროების შემთხვევაში, დამსაქმებლებისათვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის სააგენტოს, დასაქმების პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ** საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განხორციელებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ უკუკავშირის შეგროვება. ** უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირების უზრუნველყოფა. ** კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ (ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულება. საკონკურსო თემატიკა: ** საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება"; ** საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ; ** "დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის N630 დადგენილება. დამატებითი მოთხოვნები: ** აუცილებელია ერთ წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება; ** აუცილებელია უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი; ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** კლიენტთა მომსახურებისა და ინდივიდუალური კონსულტირების ძირითადი პრინციპების ცოდნა; ** საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება; ** ანალიტიკური აზროვნება; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე - ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge და გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მუნიციპალიტეტის მითითებით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →