HR Internship - HR Administration
Gepha
შემოუერთდი გეფას HR სტაჟირების პროგრამას 🚀 ჩვენ შესახებ:
„გეფა“ საქართველოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა ფარმაცევტული საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. კომპანია ჯორჯია კაპიტალის (GCAP) ჯგუფის წევრია, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. „გეფას“ ეკოსისტემა აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.
დღეს „გეფა“ აერთიანებს 5,000-მდე თანამშრომელს და ქმნის სამუშაო გარემოს, სადაც ადამიანების განსხვავებული გამოცდილება, ცოდნა და უნიკალური შესაძლებლობები საერთო მიზნის მიღწევას ემსახურება.
ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი ორგანიზაცია იწყება ადამიანებით. ამიტომ მუდმივად ვქმნით შესაძლებლობებს ახალი თაობის პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლა, განვითარება და რეალურ სამუშაო გარემოში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა.
სტაჟირების პროგრამის შესახებ:
“გეფას” ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტი აცხადებს სტაჟირებას HR ადმინისტრირების მიმართულებით.
სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც კარიერის დასაწყისში არიან და სურთ HR-ის სფეროს უკეთ გაცნობა, პრაქტიკული გამოცდილების მიღება და პროფესიული უნარების განვითარება.
სტაჟირების განმავლობაში შესაძლებლობა გექნება, გაეცნო HR-ის ყოველდღიურ საქმიანობას, ჩაერთო რეალურ სამუშაო პროცესებში, იმუშაო გამოცდილ პროფესიონალებთან და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენო.
პროგრამის მიზანია:
HR-ის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება;პროფესიული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება;რეალურ სამუშაო გარემოში სხვადასხვა HR პროცესის გაცნობა;გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა;საკუთარი ინტერესებისა და პროფესიული შესაძლებლობების უკეთ აღმოჩენა;კარიერის საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი გამოცდილების დაგროვება.
რას მიიღებ ჩვენთან?
🌱 რეალურ გამოცდილებას - ჩაერთვები ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში და არა მხოლოდ თეორიულად გაეცნობი სფეროს;🤝 გამოცდილ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას - ისწავლი პროფესიონალებისგან და მიიღებ პრაქტიკულ უკუკავშირს;💡 იდეების რეალიზების შესაძლებლობას - შენი ინიციატივები და ახალი ხედვები ჩვენთვის მნიშვნელოვანია;📚 პროფესიულ განვითარებას - გაიუმჯობესებ როგორც პროფესიულ, ისე საკომუნიკაციო და ორგანიზაციულ უნარებს;🚀 კარიერული განვითარების შესაძლებლობას - საუკეთესო შედეგის შემთხვევაში, სტაჟირება შესაძლოა გახდეს „გეფაში“ შენი პროფესიული კარიერის პირველი ნაბიჯი.
რა პირობებს გთავაზობთ?
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე. შესაძლებელია გაგრძელება ჯამში 1 წლამდე პერიოდით; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 7 საათიანი გრაფიკი (სწავლასთან ხელშეწყობით); სტაჟირების ანაზღაურება: 500 ლარი; ბენეფიტები: კომპანიაში არსებული ყველა ბენეფიტი (დაზღვევა, თანამშრომლის ფასდაკლება, ფიტპასი და ა.შ.); სამუშაო ადგილი: თბილისი, ს. ცინცაძის ქ. #24ა.
შენს მომავალ მიმართულებაში გაეცნობი და ჩაერთვები:
HR ადმინისტრაციულ პროცესებში ყოველდღიური მხარდაჭერისა და შესაბამისი საკითხების დამუშავებაში;თანამშრომელთა პირადი და სამუშაო მონაცემების ადმინისტრირებასა და შესაბამისი ინფორმაციის განახლებაში;HR დოკუმენტაციის მომზადების, მოწესრიგებისა და ადმინისტრირების პროცესში;სახელფასო პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და მომზადებაში;კომპანიის ბენეფიტების ადმინისტრირებისა და მართვის პროცესში;თანამშრომელთა შვებულებების, გაცდენებისა და სხვა HR მონაცემების ადმინისტრირებასა და აღრიცხვაში;HR სისტემებსა და შესაბამის ბაზებში ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფასა და განახლებაში;HR პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადებასა და მარტივი რეპორტინგის წარმოებაში;ადამიანური კაპიტალის ადმინისტრირების პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ სხვადასხვა ინიციატივაში.
ჩვენ განსაკუთრებით დაგვაინტერესებ, თუ:
გსურს დაიწყო ან განავითარო კარიერა ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით;გაგვიხარდება, თუ გაქვს თეორიული ცოდნა ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით (უნივერსიტეტი, ტრენინგ-კურსი);ხარ მოტივირებული, ისწავლო და ახალი გამოცდილებები მიიღო;ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;მოგწონს მონაცემებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა და აფასებ სიზუსტეს;შეგიძლია ეფექტურად იმუშაო როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდთან ერთად;ფლობ საოფისე პროგრამებს საბაზისო დონეზე, განსაკუთრებით, MS Excel-ს; მზად ხარ, ისწავლო, სცადო და ყოველდღიურად განვითარდე 🌱
მზად ხარ, პირველი პროფესიული ნაბიჯი ჩვენთან ერთად გადადგა? შემოგვიერთდი და დაიწყე შენი პროფესიული გზა გეფასთან ერთად 🚀