← ყველა ვაკანსია

კონსულტანტი

Hean Cosmetics Georgia

"HEAN Georgia" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე. "HEAN" - არის პოლონური კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც 40 წელზე მეტია ქმნის ხარისხიან და თანამედროვე დეკორატიულ კოსმეტიკას. პროდუქციის 95% -ზე მეტი რეცეპტურა შექმნილია ბრენდის მიერ, ხოლო 65% ვეგანური ფორმულებით იწარმოება. "HEAN"-ის პირველი კონცეპტუალური სტენდი დიდი დიღმის გუდვილში გაიხსნა, ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია ადგილზე დატესტოს ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე ** ჯანსაღი სამუშაო გარემო ** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება - 800 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან ** სამუშაო გრაფიკი - თვეში 15 სამუშაო დღე ** სამუშაო ადგილი - თბილისი, დიღმის გუდვილი ფუნქციები და მოვალეობები: ** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება; ** სარეალიზაციო სტენდის მოწესრიგება; ** პროდუქციის გაყიდვა; ** მარაგის აღრიცხვა და პერიოდული კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** დეკორატიული კოსმეტიკის ცოდნა და სიყვარული არის მთავარი მოთხოვნა ** ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა. კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: heancosmeticsgeo@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "გაყიდვების კონსულტანტი HEAN". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →