← ყველა ვაკანსია

მობილიზაციის მენეჯერი

სმარტ სოლუშენს

სამშენებლო კომპანია "სმარტ სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას მობილიზაციის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები. სამუშაო ადგილი: საქართველო სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მოვალეობები: ** კომპანიის საკუთრებაში არსებული და დაქირავებული მძიმე ტექნიკისა და მექანიზაციის მართვა და კონტროლი; ** ტექნიკის განაწილება მიმდინარე ობიექტებზე სამუშაოების საჭიროებისა და პრიორიტეტების მიხედვით; ** ექსკავატორების, დამტვირთველების, გრეიდერების, კატოკების, ბულდოზერების, თვითმცლელებისა და სხვა ტექნიკის სამუშაო პროცესის კოორდინაცია; ** ტექნიკის ყოველდღიური მუშაობის, მოტოსაათებისა და მოცდენების კონტროლი; ** ტექნიკის გამართულობის კონტროლი და გეგმური ტექნიკური მომსახურების ორგანიზება; ** დაზიანებული ტექნიკის შეკეთების პროცესის ოპერატიული ორგანიზება და კონტროლი; ** სათადარიგო ნაწილების, ზეთების, ფილტრებისა და სხვა საჭირო მასალების დროული უზრუნველყოფა; ** საწვავის მოხმარების აღრიცხვა და კონტროლი; ** მექანიზაციის ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია; ** ოპერატორებისა და მძღოლების სამუშაოს კოორდინაცია და კონტროლი; ** ობიექტების ხელმძღვანელებთან და პროექტის მენეჯერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია ტექნიკის საჭიროებებთან დაკავშირებით; ** დაქირავებული ტექნიკის მოძიება, ფასების შედარება და მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება; ** ტექნიკის შესაბამისი დოკუმენტაციისა და პერიოდული ანგარიშგების წარმოება. უნარ-ჩვევები: ** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი; ** ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი; ** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. მოთხოვნები: ** სამშენებლო ტექნიკასთან და მძიმე მექანიზაციასთან მუშაობის გამოცდილება; ** სხვადასხვა ტიპის ტექნიკის მუშაობისა და დანიშნულების კარგი ცოდნა; ** ტექნიკური გაუმართაობების პირველადი შეფასების უნარი; ** სამუშაოების დაგეგმვისა და რამდენიმე ობიექტის ერთდროულად კოორდინაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, საბაზისო/კარგ დონეზე ცოდნა; ** მართვის მოწმობა; ** მსგავს პოზიციაზე ან სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 12 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: i.murjikneli@ss.com.ge. გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →