ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო · ბათუმი
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა და მოთხოვნები:
** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება;
** პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება კლინიკის სერვისების შესახებ;
** ვიზიტების ჩაწერა და გადამისამართება;
** მონაცემების სისტემაში დაფიქსირება;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში, მსგავს პოზიციაზე).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პაციენტზე ორიენტირებულობა;
** თავაზიანობა;
** მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით, პროფესიული მიმოწერის წარმოება (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია);
** სუბორდინაცია;
** გუნდური მუშაობისადმი მზაობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.