სივრცის-ადმინისტრატორი
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო · ბათუმი
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას სივრცის-ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ვაკანსიის მიღების პერიოდი - 2026 წლის 15 სექტემბერი - წლის ბოლომდე;
ძირითადი მოვალეობები:
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსის დავალებების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც; უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს გამოცდილებით;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.