← ყველა ვაკანსია

ფარმაცევტი

ნიუ ჰოსპიტალსი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის თანამდებობაზე. ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს. სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფარმაციის მიმართულებით; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ძირითადი ფუნქციები: ** მედიკამენტებისა და სხვა პროდუქციის მიღება; ** პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე არსებული წესების შესაბამისად; ** არსებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი და შიდა აღწერებში მონაწილეობა; პიროვნული თვისებები: ** თავაზიანობა, გულისხმიერება; ** დეტალებზე ორიენტირება; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 14.10.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში ("ფარმაცევტი") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →