← ყველა ვაკანსია

უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი

Aura Homes

"Aura Homes" აგრძელებს გუნდის გაფართოებას და ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს უძრავი ქონების აგენტის / გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. თუ გაინტერესებს უძრავი ქონების სფერო, ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს პროფესია, სადაც შენი შემოსავალი პირდაპირ შენს შედეგებზეა დამოკიდებული — შემოგვიერთდი. სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟიული შარტავას ქ. №3 ანაზღაურება: 1, 000 - 10, 000+ ₾, შედეგების შესაბამისად სამუშაო ფორმატი: ოფისიდან ძირითადი მოვალეობები: ** უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და დამუშავება; ** კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა; ** შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება; ** სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა; ** შეხვედრებისა და ქონების ჩვენებების დაგეგმვა და ჩატარება; ** მოლაპარაკებების წარმოება მესაკუთრეებთან და დაინტერესებულ კლიენტებთან; ** უძრავი ქონების განცხადებების მომზადება და განთავსება; ** კლიენტთან მუშაობა გარიგების დასრულებამდე; ** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი. ვის ვეძებთ: ** კომუნიკაბელურ და ენერგიულ ადამიანს; ** გამართული მეტყველებისა და მოლაპარაკების უნარით; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; ** პუნქტუალურ და ორგანიზებულ კანდიდატს; ** ადამიანს, რომელსაც შეუძლია როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობა; ** გაყიდვების ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა გამოცდილება აუცილებელი არ არის — ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით; ** ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. რას გთავაზობს "Aura Homes": ** სრულ ტრენინგს და მხარდაჭერას საქმიანობის დასაწყებად; ** პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგებს — გაყიდვები, მოლაპარაკებები, კლიენტებთან ურთიერთობა და უძრავი ქონების სპეციფიკა; ** თანამედროვე სამუშაო სისტემებსა და ინსტრუმენტებს; ** კორპორაციულ ნომერს და ულიმიტო სასაუბრო დროს; ** ბალანსს უძრავი ქონების საიტებზე განცხადებების განსათავსებლად; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; ** რეგულარულ გუნდურ აქტივობებსა და გასვლებს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** შემოსავლის ზრდის შესაძლებლობას შენს შედეგებთან ერთად. "Aura Homes"-ში გვინდა არა უბრალოდ აგენტები, არამედ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად გაიზრდებიან და შექმნიან წარმატებულ კარიერას უძრავი ქონების სფეროში. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV: info@aurahomes.ge CV-ის გამოგზავნისას Subject-ში მიუთითე: "უძრავი ქონების აგენტი"

განაცხადის გაგზავნა →