← ყველა ვაკანსია

პროექტის მენეჯერი

გრავიტა

პოზიციის დასახელება - პროექტის მენეჯერი სტრუქტურული ერთეული - ტექნიკური დეპარტამენტი უშუალო ხელმძღვანელი - ტექნიკური დირექტორი დაქვემდებარებული პოზიციები - საიტის პროექტის მენეჯერი, პროექტის მენეჯერის ასისტენტი მინიმალური სამუშო გამოცდილება - 5 წელი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და მართვა; ** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მართვა; ** გუნდის მართვა, პროექტის ბიუჯეტის, სამუშაოს მოცულობის და სამუშაოების მიმდინარეობის გრაფიკის შემუშავების და დანერგვის მიზნით; ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდრული გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა; ** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისათვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა; ** შეთანხმებული საბიუჯეტო პარამეტრების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა; ** თითოეული პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეპორტის მომზადება; ** სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა მისი დასაწყისიდან დასრულებამდე; ** ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება სხვადასხვა საპროექტო ფაზის შესრულებაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორებთან; ** პროექტის დამკვეთის მიერ პროექტის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა; ** პროექტში დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** მომსახურების ხელშეკრულებების გაკეთება და კონტროლი ** თანხის გადახდის მოთხოვნის მომზადება ქვეკონტრაქტორებისთვის ან მუშახელისთვის და დირექტორთან წარდგენა დადასტურებისთვის; ** შენობის პასპორტის დოკუმენტაციის შექმნა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: m.Imerlishvili@gravita.ge და სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →