← ყველა ვაკანსია

საქმეთა მწარმოებელი

გრავიტა

სამუშაო აღწერილობა: პოზიციის დასახელება - საქმეთა მწარმოებელი სტრუქტურული ერთეული - ტექნიკური დეპარტამენტი უშუალო ხელმძღვანელი - საიტის პროექტის მენეჯერი დაქვემდებარებული პოზიციები - N/A მინიმალური სამუშო გამოცდილება - 4 წელი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების მართვა და კონტროლი; ** ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; ** სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების მენეჯერის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესრულების კონტროლი; ** საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე; ** კომუნიკაცია პროექტის ინჟინერთან, საიტის და პროექტის მენეჯერებთან; ** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება; ** ბრიგადებთან კომუნიკაცია და მათი მართვა; ** შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი პროექტის ინჟინერთან, საიტის და პროექტის მენეჯერებთან; ** კომპანიაში დანერგილი საინფორმაციო სისტემების გამოყენება; ** ობიექტებზე მარაგების აღრიცხვა და ყოველი სამშენებლო ეტაპის დასრულების შემდეგ ინვენტარიზაციის ჩატარება; ** სამშენებლო სამუშაოთა მიმდინარეობის ყოველდღიური მონიტორინგი; ** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება; ** ახალი გადაწყვეტილებების გაზიარება ხელმძღვანელ პირებთან სამუშაოს შესრულების ტემპისა და ხარისხის მაჩვენებლების გაზრდის მიზნით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკური განათლება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** MS Project, Auto Cad, Archi Cad - პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: m.Imerlishvili@gravita.ge და სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →