← ყველა ვაკანსია

სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი

გრავიტა

პოზიციის დასახელება - სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი სტრუქტურული ერთეული - ტექნიკური სამსახური უშუალო ხელმძღვანელი - ტექნიკური სამსახურის უფროსი დაქვემდებარებული პოზიციები - N/A მინიმალური სამუშო გამოცდილება - 3 წელი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამშენებლო პროექტების მიხედვით მოცულობების დათვლა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი; ** პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა საქართველოში დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად; ** სამუშაოებისა და მასალების საბაზრო ფასების კვლევა, განფასებების მომზადება და ოპტიმიზაცია; ** სატენდერო პაკეტის მომზადება, მიღებული წინადადებების შედარებითი ანალიზი და შეფასება; ** განფასებების ანალიზი და ფინანსური დასკვნების მომზადება; ** მიმდინარე დანახარჯების კონტროლი, ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის მონიტორინგი და ანალიზი; ** შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მომზადება, ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება, შეკრება და შესაბამის შესრულების აქტში ასახვა; ** შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მიხედვით ჩამოწერის აქტის (ფორმა №29) მომზადება; ** მშენებლობის პროცესში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო ხარჯების შედარება საბიუჯეტო ხარჯებთან; ** ცვლილებების ხარჯთაღრიცხვის მომზადება და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა; ** პროექტის ფინანსური რისკების ანალიზი, იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ** ტექნიკურ, არქიტექტურულ და საინჟინრო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური/ფინანსური და/ან სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა; ** სატენდერო პროცესებში მონაწილეობის პრაქტიკული გამოცდილება; ** AutoCad/ Revit პროგრამების პრაქტიკული და ფუნქციური ცოდნა; ** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** MS Excel-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: m.Imerlishvili@gravita.ge და სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →