ხარისხის სამსახურის თანამშრომელი
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი · მცხეთა
შპს "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - მცხეთა" აცხადებს ხარისხის სამსახურის თანამშრომლის ვაკანსიას
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. N20
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის სამედიცინო ისტორიების სისტემატური შემოწმება;
** შესრულებული სამედიცინო სამუშაოებისა და ჩანაწერების შესაბამისობის კონტროლი;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სისწორისა და სრულყოფილების შეფასება;
** ჩატარებული მომსახურების შესაბამისობის გადამოწმება სამედიცინო ჩანაწერებთან;
** ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოვლენა და დაფიქსირება;
** გამოვლენილი ხარვეზების შესახებ შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება;
** ხარისხის კონტროლის შედეგების აღრიცხვა და ანგარიშგება;
** საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი კონტროლის განხორციელება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** სამედიცინო განათლება;
** სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ყურადღება და სიზუსტე;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის დაცვა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე lmumladze@mmc.com.ge ელფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ხარისხის სამსახურის თანამშრომელი, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა