ბილინგის სამსახურის სპეციალისტი
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი · მცხეთა
შპს "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - მცხეთა" აცხადებს ვაკანსიას ბილინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და გაინტერესებს ჯანდაცვის სფეროში პროფესიული განვითარება — შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურებებისა და შესაბამისი ხარჯების აღრიცხვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციისა და მომსახურებების სისწორის გადამოწმება;
** სადაზღვევო კომპანიებისთვის წარსადგენი შემთხვევების დამუშავება;
** სადაზღვევო მოთხოვნების, ანგარიშებისა და ინვოისების მომზადება;
** სადაზღვევო კომპანიებთან ანგარიშსწორების პროცესის მონიტორინგი;
** ბილინგის მონაცემების შესაბამის პროგრამებში ასახვა;
** გამოვლენილი უზუსტობებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება და კორექტირება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება — სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;
** ბილინგის, დაზღვევის, ფინანსების ან ჯანდაცვის სფეროში სამუშაო გამოცდილება 3 წელი;
** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ჯანდაცვის პროგრამებსა და/ან სახელმწიფო პორტალებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ფინანსური დოკუმენტაციისა და ანგარიშგების საბაზისო ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარების სურვილი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე info@mmc.com.ge ელფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბილინგის სამსახურის სპეციალისტი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა